გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის სოფელ ბარნაბიანთკარში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

14-03-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაო დასრულდა.


კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოასფალტდა 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის  გზა, მოეწყო ეზოში შესასვლელები, გზის გადამკვეთი ლითონის მილები, მოინიშნა საავტომობილო გზა.


სოფელ ბარნაბიაანთკარის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.


"დასრულებული პროექტი მოსახლეობის და ტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს" - აცხადებენ კასპის მერია.