გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა

25-09-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. 

ვლადიმერ იმნაძემ, თავის გამოსვლაში, ისაუბრა ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით უნდა გადაწყდეს. 

შეხვედრის მონაწილეთა შორის, მსჯელობა გაიმართა ‘’ვეტერანების შესახებ კანონზე.’’ ყველა ერთხმად ეთანხმება აზრს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მთავრობასთან შეთანხმების მიღწევა. ვეტერანებისთვის განსაკუთრებით აქტუალუარია თბილისში, კედიას ქუჩაზე, ვეტერანთა ჰოსპიტლის დათქმულ ვადებში ამოქმედება, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 
ვეტერანებისთვის ამ და სხვა, მნიშვნელოვან საკითხებზე, შეხვედრის მონაწილეთა შორის, ფართო დისკუსია გაიმართა. დაისახა მომავალი, ერთობლივი მუშაობის გეგმები.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის დეპარტამენტების უფროსები.