გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ლატარია ლაშა ბუღაძეზე: გართულება აქვს ზუსტად იმ მიმართულებებზე და მიდგომებზე, რაც ნებისმიერი ქართველი კაცისთვის იქნებოდა მტკივნეული

25-03-2024

ექსპერტი ირაკლი ლატარია ლაშა ბუღაძის მიერ ცისარტყელას ფოტოს გამოქვეყნებას და “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძისთვის მიმართვას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.


ბუღაძემ მდინარაძეს ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციირებასთან დაკავშირებით მიმართა: “მგონი განგებამ რაღაცა გამცნო რამდენიმე წუთის წინ... ვითომ დამთხვევაა?”


ლატარიას თქმით, ბუღაძეს ყველა იმ მიმართულებაზე აქვს გართულება, რაც ნებისმიერი ქართველი კაცისთვის მტკივნეული იქნებოდა.


“ეს ის ლაშა ბუღაძე არაა თამარ მეფის ქმარს რომ ზოოფილიას აბრალებს? აშკარად ამ კაცს გართულება აქვს ზუსტად იმ მიმართულებებზე და მიდგომებზე, რაც ნებისმიერი ქართველი კაცისთვის იქნებოდა მტკივნეული... სად გავიცინოთ მოკლედ რა? მოვკვდით სიცილით. სავარაუდოდ კომედი შოუშიც იქნება ეს ფაქტი - აბა მეტი დონე ბუღაძეს და მის სამეგობროს არც აქვს და..” - წერს ლატარია Facebook-ზე.