გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება

28-03-2024

ქალაქ კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ბარათაშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაო მიმდინარეობს.


კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გარდამავალი პროექტი, რომელიც 5 ქუჩის - ქართლის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და ბარათაშვილის ქუჩების მოასფალტებას ითვალისწინებდა, დასრულების პროცესშია.


„გასულ წელს ქართლის, თბილისისა და აჭარის ქუჩები კეთილმოეწყო, ამჯერად კი კახეთისა და ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დასრულდება” აცხადებენ კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში.


სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს. "დინ გრუპი" აწარმოებს.