გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნინო თანდილაშვილმა, ბრიუსელში ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

28-03-2024

შეხვედრის მონაწილეებმა ევროკომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის უწყვეტი თანადგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.


მინისტრის პირველმა მოადგილემ ევროკომისიის წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


ევროკომისიამ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და ქვეყნის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლები და ევროკავშირის შესაბამისი გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.