გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

Moody's-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურამდე გააუმჯობესა

29-03-2024

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა ლიბერთი ბანკის გრძელვადიანი პერსპექტივა სტაბილურ სტატუსამდე გაუმჯობესა.


Moody's-ის დასკვნა ეფუძნება ბოლო წლების განმავლობაში ბანკის მიერ განხორციელებულ პროგრესს. კერძოდ, ლიბერთიმ კოვიდ პერიოდის შემდეგ შეძლო სწრაფად აღედგინა და გაეზარდა მომგებიანობის მაჩვენებლები. იგივე პერიოდში განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტში (MSME) 1 მილიარდ ლარამდე პორტფელის დაკრედიტება.


სააგენტო აღნიშნავს, რომ ლიბერთი ბანკის პროფილში არის მკაფიო დადებითი ტენდენციები ბიზნეს მოდელის გაუმჯობესებისა და უნივერსალურ ბანკად ჩამოყალიბების მიმართულებით. ასევე, მიესალმებიან ბანკის დაფინანსების დივერსიფიკაციის დინამიკას და ეროვნული ბანკის რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას.

Moody's-ის გადაწყვეტილება პერსპექტივის გაუმჯობესებაზე გულისხმობს, რომ სააგენტო იმედოვნებს ლიბერთი ბანკი შეძლებს ზრდისა და მომგებიანობის ტენდენციის შენარჩუნებას მომავალში.