გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

წყალტუბოში მეორე მსოფლიო ომამდე წარმოებული ავტომობილები გამოიფინა

5-10-2018

კლასიკური ავტომობილების ტურის ფარგლებში, წყალტუბოში 9 ქვეყნის წარმომადგენელი და 60-მდე უცხოელი ავტოკოლექციონერი ჩამოვიდა.

მუნიციპალიტეტის ცენტრში მეორე მსოფლიო ომამდე წარმოებული ავტომობილების ნახვაა შესაძლებელი.

 

„წელს, საქართველოში ვმოგზაურობთ, დავიწყეთ თბილისიდან და დღეს ჩამოვედით კურორტ წყალტუბოში, სადაც ბევრი გამორჩეული არქიტექტურული შენობა ვნახეთ. ხვალ გეზს სვანეთისკენ ავიღებთ, სულ 2000 კილომეტრი უნდა დავფაროთ. მიხარია, რომ ასეთ ლამაზ ქვეყანაში ვმოგზაურობთ’’, განაცხადა ავტორბოლის ორგანიზატორმა, ბარაქ კლანკმა.

 

წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის, სალომე ქუთათელაძის თქმით, მსგავსი ტურები ხელს უწყობს კურორტის პოპულარიზაციას და ტურისტების მოზიდვას.


pia.ge