გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ედიშერ გვენეტაძე: იცნობდეთ მოსამართლე ქალბატონებს ეკა არეშიძეს, თამარ ხაჟომიას, მადონა მაისურაძეს, რომლებმაც სამშობლოს და საკუთარი პროფესიული ღირსების ფეხქვეშ გათელვის ფასად, უცხოელთა დახმარებით დაიმსახურეს "პაეზდკა"

1-04-2024

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორის მიერ ვეტინგის მომხრე სამი მოსამართლის იტალიაში წაყვანის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტი ასახელებს იმ მოსამართლეებს, რომლებმაც მისი თქმით, სამშობლოს და საკუთარი პროფესიული ღირსების ფეხქვეშ გათელვის ფასად, უცხოელთა დახმარებით დაიმსახურეს "პაეზდკა" იმ მარადიულ ქალაქში, რომლის წარმომადგენელთა დამუშავებულ სამართლებრივ საფუძვლებზეც დგას, თანადროული მსოფლიო სამართლებრივი სივრცე!

„იცნობდეთ მოსამართლე ქალბატონებს ეკა არეშიძეს, თამარ ხაჟომიას, მადონა მაისურაძეს!
რომლებმაც სამშობლოს და საკუთარი პროფესიული ღირსების ფეხქვეშ გათელვის ფასად, უცხოელთა დახმარებით დაიმსახურეს "პაეზდკა" იმ მარადიულ ქალაქში, რომლის წარმომადგენელთა დამუშავებულ სამართლებრივ საფუძვლებზეც დგას, თანადროული მსოფლიო სამართლებრივი სივრცე!
ამაზე იტყვიან: "ჰოი სირცხვილო, სად არის სიწითლე შენი!" ეტყობა არც არსად, ვინაიდან მათი ქმედებებიდან გამომდინარე, საფიქრებელია არც გააჩნიათ!"-წერს ედიშერ გვენეტაძე.