გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

იმერეთში, მდინარე რიონზე ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

2-04-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.


მოქალაქეებმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, მდინარე რიონზე, გასაბერი ნავიდან, თევზჭერის აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, უკანონოდ მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის 32 კილოგრამი თევზი.


თევზჭერის აკრძალული საშუალებები და უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით თევზი დაილუქა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.


საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლის მე-4  ნაწილით.