გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთში ღონისძიება გაიმართა

2-04-2024

აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით,  სამხატვრო სკოლის და ასოციაცია ,,საბას" მხარდაჭერით, ღონისძიება გაიმართა.


ღონისძიების ფარგლებში   მოეწყო ასფალტზე ხატვა, სახის მოხატვა, კონცერტი კულტურის ცენტრის აღსაზრდელებისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მონაწილეობით გაიმართა.


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში  ,,აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა სარებილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა" ხორციელდება, რომლითაც  28 ბენეფიციარი სარგებლობს და მიმდინარე წელს 93 000 ლარით ფინანსდება.


ღონისძიებას ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი  მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და  საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაესწრო.