გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ღვაწლმოსილი პედაგოგების საპატივსაცემოდ გორში საზეიმო ღონისძიება გაიმართება

5-10-2018

დღეს, გორის კულტურის ცენტრში ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის სპეციალური საღამო გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.

საზეიმო ღონისძიებას  ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები ატარებენ. 

მანამდე თითოეულ მათგანს გორის მერი კოტე თავზარაშვილი, მისი მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, სამადლობელო სიგელები და საჩუქრები გადაცეს.

„ მადლობას გიხდით თავდაუზოგავი, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის. იყო მასწავლებელი - ეს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო პროფესიაა. თქვენ ხართ ღირსეული მაგალითი მომავალი თაოებებისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმ ცოდნისთვის და შემოქმდებისთვის, რომელიც თითოეულ მოსწავლემდე მიგაქვთ . “ - ამ სიტყვებით მიულოცა მასწავლებლებს პროფესიული დღე გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.


qartli.ge