გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აზიის განვითარების ბანკი რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის მშენებლობას დააფინასებს

5-10-2018

მიმდინარე წლის  წლის 5 ოქტომბერს, „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB)  შეთანხმება გაფორმდა. 

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება 255,297,000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობას ითალისწინებს.

 

ზემოაღნიშნული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი,  რიკოთი-ზესტაფონის საავტომობილო გზის ერთ-ერთ  მონაკვეთს წარმოადგენს.

 

დოკუმენტს ხელი  ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა მოაწერა.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 35 ხიდისა და 20 გვირაბის მშენებლობა. 

 

პროექტს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რომელიც

სავარაუდოდ, 2024 წლის ივნისში დასრულდება.