გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ავსტრიული მედია საქართველოს სათხილამურო კურორტებს სტუმრობს

4-04-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ავსტრიიდან ინფლუენსერებსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პრესტურის ფარგლებში საქართველოს პოპულარული სათხილამურო გამოცემის downdays.eu ჟურნალისტი კრისტიან შტადლერი, ცნობილი მოთხილამურე და ინფლუენსერი ტაო კრაიბიხი, ასევე ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები და ინფლუენსერები:  კლემენს ბართლი, გაბრიელ კოშიერი და სტი გორენგი ეწვივნენ.


ტურის ფარგლებში ინფლუენსერებმა სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ სათხილამურო ტურისტულ ინფრასტრუქტურას, მოიარეს მესტია და უშგული. ინფლუენსერები თეთნულდიდან და უშბიდან თხილამურებით დაეშვნენ.


ტურის ფარგლებში სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტების შესახებ სოციალურ ქსელებში ვიდეორგოლები, სიუჟეტები, პოსტები, სთორები, ხოლო გამოცემისთვის downdays.eu სტატია მომზადდება.