| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
5-04-2024
"ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, რადიკალური ოპოზიციის წევრების მიერ “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება.
მისი თქმით, არსებობს კგბ-ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა, ამ შემთხვევაში კი, გვარამია მიმართავს მეოთხე ვარიანტს, რომელიც გულისხმობს აბსოლუტური სიცრუის საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ გასაღებას.
"არსებობს სიცრუენარევი სიმართლე;
არსებობს სიმართლისნარევი სიცრუე;
არსებობს აბსოლუტური სიმართლე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიცრუედ ასაღებენ;
არსებობს აბსოლუტური სიცრუე, რომელსაც საგანგებოდ შემუშავებულ გარემოში სიმართლედ ასაღებენ
ეს არის КГБ- ს მიერ შემუშავებული კლასიკური დეზინფორმაციის ოთხი სახეობა. გვარამია ამ შემთხვევაში მის მეოთხე ვარიანტს მიმართავს" - წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.