გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადიგენში შეკრებილ მოსახლეობას მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს

5-04-2024

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას აკეთებს ადიგენში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც  ცენტრში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმთა ლოცვას აპროტესტებს. ისინი მერაბ მიქელაძის სახლში სულეიმანჯების სამლოცველოს მოწყობას ეწინააღმდეგებიან.


„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში.


მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - ნათქვამია განცხადებაში.