გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საზოგადოდ ცნობილია, რომ ბოროტმოქმედს დანაშაულის ადგილისკენ ლტოლვა არ ასვენებს - გოგა ხაინდრავა მამუკა ხაზარაძეზე

9-04-2024

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ხაზარაძემ აღნიშნა, რომ „გზავნილი მარტივია - ეს ქვეყანა რუსეთში არასდროს დაბრუნდება“.


გოგა ხაინდრავა მამუკა ხაზარაძეს კომპარტიელს უწოდებს და ამბობს, რომ მას დაღვრილი სისხლი არ ასვენებს:


„საზოგადოდ ცნობილია, რომ ბოროტმოქმედს დანაშაულის ადგილისკენ ლტოლვა არ ასვენებს! კომპარტიელი ხაზარაძე გენერალ რადიონოვის თანამებრძოლი, წინ რომ მოუძღვის, ამჯერად ასკინკილა „შიგ ევროპელებს“ 9 აპრილის მემორიალისკენ, კანონზომიერია! არ ასვენებს დაღვრილი სისხლი!“ - წერს ხაინდრავა იქსზე.