გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სალომე ზურაბიშვილი: უსაფუძვლო ბრალდებები და კრიტიკა ცილისწამებაში გადაიზარდა

6-10-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კომენტარი გააკეთა.


„სამწუხაროა, როდესაც სიძულვილის გამომხატველი სიტყვები გაისმის ქალის მიმართ და ამაზე რეაქცია არ აქვთ ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. მეორეს მხრივ, მგონი, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გაკეთებული უსაფუძვლო ბრალდებები და კრიტიკა ცილისწამებაში გადაიზარდა.


მზად ვარ, რომ შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიდ პატივს ვცემ არასამთავრობო სექტორს და სამომავლოდაც,როგორც პრეზიდენტი, ხშირი ურთიერთობა მექნება არასამთავრობო ორგანიზაციებთან”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.