გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

უსინათლოთა საზოგადოებრივი მოძრაობის „მე დავინახე პროგრესი“ წევრები: 12 აპრილს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ უსინათლოები, რომლებიც არ ვართ წინააღმდეგი „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების

12-04-2024

უსინათლოთა საზოგადოებრივი მოძრაობის „მე დავინახე პროგრესი“ წევრები, პარლამენტთან შეკრებისა და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.


როგორც მათი განცხადებებიდან ხდება ცნობილი, აპირებენ, საზოგადოებას მიაწოდონ ხმა, რომ არაფერი აქვთ „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო.


„სალამი ყველას! გაცნობებთ, რომ 12 აპრილს, პარასკევს, დილის 10 საათისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ვიკრიბებით და ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ, უსინათლოები, რომლებიც არ ვართ წინააღმდეგი „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების. დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ არაფერი გვაქვს აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო. გავაძლიეროთ ერთმანეთი! ერთად დავდგეთ პარლამენტთან 12 აპრილს დილის ათ საათზე!“ - წერს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ზაზა ადანაია.