გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სალომე ზურაბიშვილი: კახეთს დიდი პოტენციალი აქვს

8-10-2018

კახეთის რეგიონს აქვს ბევრი პოტენციალი, ერთ-ერთი არის ტურიზმი, მაგრამ თავისი ძალიან სპეციფიკური ფორმის ტურიზმი,- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.


„რასაც წარმოადგენს თუშეთი საქართველოსთვის და დღეს უკვე მსოფლიოსთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის დაცული ტერიტორია, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორია, ეს არის ჯერ კიდევ ავთენტური, რასაც მთელი მსოფლიო ეძებს.როგორ დავუბრუნდეთ იმას, რაც არის ჯერ გაურყვნელი. არ არის იმ მატერიალისტურ მსოფლიოში ჩართული, სადაც ყველა ყველას ჰგავს და ყველა ტურისტული ადგილი მეორეს ემსგავსება. ეს არის განსხვავებული და ძალიან ბევრი ადამიანი არისმსურველი, რომ იქ ჩავიდეს და ამას ეზიაროს.


ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რამდენად ღირებული არის ეს სულიერად, მაგრამ ასევე მატერიალურად. ეს უნდა შევინარჩუნოთ და დავიცვათ. თუ არ დავიცავთ როგორც საჭირო არის, მაშინ ჩვენც სხვებს დავემსგავსებით და დავკარგავთ იმას, რაც არისყველაზე მიმზიდველი ყველასთვის ქვეყნის შიგნით და გარეთ. ამიტომ, ჩვენ უნდა დავაფასოთ ის რაც გვაქვს და დაფასება არის წინაპირობა იმისა, რომ შევინარჩუნოთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.