გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამარ ჩიბურდანიძე: აი, თურმე რაში დაუხარჯავთ ის მილიონები, ჩვენ რომ არ ვიცოდით; ამიტომ ეშინიათ ამ კანონის, მერე ვეღარ გადააგვარებენ ასე ახალგაზრდობას

17-04-2024

„თუ ამ კანონს [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] არ მივიღებთ, თაობებს დავკარგავთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროცესი. აღდგომამდე სავალი გზა ჯვარცმაა და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და განსაკუთრებულად საგანგაშოდ მიიჩნევს ახალგაზრდების მდგომარეობას.


მისი თქმით, ქუჩაშია თაობა, რომელიც ფსევდო-ლიბერალების მიერაა გამოზრდილი და ეს ახალგაზრდების გადაგვარების საფრთხეს ქმნის.


„მთელმა ქვეყანამ დაინახა ის სიმართლე, თუ რისთვის იბრძვის ხელისუფლება. ასევე, დაინახეს ის ახალგაზრდობა, რომელიც ფსევდო-ლიბერალებმა გამოზარდეს.


აი, თურმე რაში დაუხარჯავთ ის მილიონები, ჩვენ რომ არ ვიცოდით. ამიტომ ეშინიათ ამ კანონის, მერე ვეღარ გადააგვარებენ ასე ახალგაზრდობას. საგანგაშოა მდგომარეობა ახალგაზრდებში. სად არიან ამათი მშობლები? მარტო რევოლუციურ ტრენინგებზე უშვებდნენ? ვის მისცეს საკუთარი შვილები გასანადგურებლად? ეს არის განათლება? ამას გვამადლის ამერიკა? არ გვინდა ასეთ განათლებაში ფულის დახარჯვა. არ გვინდა ასეთი გადაგვარებული თაობა! თუ ამ კანონს არ მივიღებთ, თაობებს დავკარგავთ, ეს ჩვენი ვალდებულებაა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს პროცესი. აღდგომამდე სავალი გზა ჯვარცმაა და ჩვენ ამ გზას აუცილებლად გავივლით," - წერს თამარ ჩიბურდანიძე.