გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა: ბექა ყორშია, ეკა გიგაური, სალომე ზურაბიშვილი ვიცით, არ ვიცით დონორი და მათგან ჩარიცხული ფული სახელმწიფო გადატრიალებისთვის- დღეს მიდის ბრძოლა ვიქნებით სუვერენული ევროპული სახელმწიფო თუ უცხოური კაბინეტებიდან მართული

17-04-2024

„ამას ვითხოვთ მოსახლეობის უმრავლესობა, ბექა ყორშია ვიცით, ეკა გიგაური ვიცით, სალომე ზურაბიშვილი ვიცით, არ ვიცით დონორი და მათგან ჩარიცხული ფული სახელმწიფო გადატრიალებისთვის. აი, რატომ გაგიჟდნენ ეს საქციელდაკარგულები“,- ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.


ექსპერტის თქმით, დღეს მიდის ბრძოლა ვიქნებით სუვერენული ევროპული სახელმწიფო თუ უცხოური კაბინეტებიდან მართული.


„ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, დაანონსებულ კონფერენციას ვინ დაესწრება, ვინ იქნებიან ორგანიზატორები და სპიკერები. ერთადერთი რაც არ ვიცით ვინ არის დამფინანსებელი ამ არა კონფერენციის, არამედ ტრეინინგის, სადაც განხილული იქნება რა თქვან, რა მოძრაობები აკეთონ, როგორ ისროლონ ქვა, ბოთლი და მოლოტოვის კოქტეილი.


აი, ამას ვითხოვთ მოსახლეობის უმრავლესობა, ბექა ყორშია ვიცით, ეკა გიგაური ვიცით, სალომე ზურაბიშვილი ვიცით, არ ვიცით დონორი და მათგან ჩარიცხული ფული სახელმწიფო გადატრიალებისთვის.


აი, რატომ გაგიჟდნენ ეს საქციელდაკარგულები, "არა რუსულ კანონს" არაფერ შუაშია, დღეს მიდის ბრძოლა ვიქნებით სუვერენული ევროპული სახელმწიფო თუ უცხოური კაბინეტებიდან მართული“-წერს ნინო ფოჩხუა.