გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: ხალხს რაზე აგიჟებენ წარმოიდგინეთ, დეკლარაციას შეავსებენ თუ არა ნინო ლომჯარია და გიგაური - ლამის არის, ტყვია გესროლონ რომ შეეძლოთ, არ მოუკლავთ თუ რა?

17-04-2024

დეკლარაციის შევსებაზეა ბოლოსდაბოლოს ლაპარაკი. ხალხს რაზე აგიჟებენ წარმოიდგინეთ - დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია ან გიგაური, ვხოცავთ ერთმანეთს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, მკვლელები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ დაეცა პროტესტის მონაწილე, ამავე დროს, არაფერს ამბობენ სამართალდამცველზე, რომელსაც აგური მოხვდა სახეში.


"დეკლარაციის შევსებაზეა ბოლოსდაბოლოს ლაპარაკი. ხალხს რაზე აგიჟებენ წარმოიდგინეთ - დეკლარაციას შეავსებს თუ არა ნინო ლომჯარია ან გიგაური, ვხოცავთ ერთმანეთს. ლამის არის, ტყვია გესროლონ რომ შეეძლოთ, არ მოუკლავთ თუ რა? მკვლელები გელაპარაკებიან, რატომ დაეცა ახალგაზრდაო - ცუდი დასანახია რაღაცები; პოლიციელზე კი არ ლაპარაკობენ. სახეში აგური რატომ მოხვდაო რომელიმემ ახსენა? ჩვენი მხარდაჭერა მთლიანი, ქართულ პოლიციას, ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სუვერენიტეტს, საქართველოს ჭეშმარიტ ევროპულობას!" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.