გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღში ამომრჩევლებს შეხვდა

8-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი შიოლაშვილი სიღნაღში ამომრჩევლებს შეხვდა და მათ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


„მე ამაყი ვდგავარ აქ. ამაყი ვდგავარ იმიტომ, რომ მაქვს ქიზიყელებთან საქმე, პირდაპირებთან, მებრძოლებთან, სიტყვის ხალხთან. სიტყვას როცა ამბობს ქიზიყელი, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, აუცილებლად ასრულებს- ეს ერთი დიდი ოჯახია. სიღნაღი ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახში მოლაპარაკებული და გადაწყვეტილი, იქვე გადაწყვეტილია და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქალბატონ სალომეს ვუჭერთ მხარს“-განაცხადა შიოლაშვილმა.