გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ -პედაგოგებისთვის თემაზე -„სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“, ტრენინგი გაიმართა

18-04-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ -პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი თემაზე „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.

 

ტრენინგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ მოეწყო.

 

შეხვედრაზე აღმზრდელ პედაგოგებმა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია - გარემოსდაცვითი განათლება ადრეულ ასაკში, სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება, აღმზრდელის როლი გარემოსდაცვითი განათლების უზრუნველყოფის პროცესში, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, ადმინისტრაციისა და მშობლების ჩართულობა და სხვა.

 

შეხვედრის ბოლოს ტრენინგის მონაწილეებს თემატური ლიტერატურა და სერთიფიკატები გადაეცათ.