გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სალომე ზურაბიშვილი სიღნაღში და დედოფლისწყაროში ამომრჩევლებს შეხვდა

8-10-2018

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი დღეს კახეთის რეგიონში - სიღნაღში და დედოფლისწყაროში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.


„ეს არის ქიზიყი, შესაბამისად, აქ სიღნაღში თავისუფალი, დამოუკიდებელი და სიმართლის მთქმელი ხალხი ცხოვრობს, ამდენად ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს და მომავალში ამ კუთხის შესატყვისი პრეზიდენტი ვიქნები, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სიმართლის თქმის თვალსაზრისით“- განაცხადა  სალომე ზურაბიშვილმა.


შეხვედრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.