გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ჯიხეთის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება

8-10-2018

ჯიხეთის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოს დასრულდება.


პროექტის ღირებულება 991 873 ლარს შეადგენს. სამუშაოები აგვისტოში დაიწყო. პროექტს შპს „სამკუთხედი“ ახორციელებს. 


მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელ გზაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
"ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელი იყო. ჩამოწოლილმა მეწყერმა საფრთხე შუექმნა მონასტრისკენ მიმავალ მომლოცველებს. მონასტრისკენ მიმავალ გზაზე იგება შავი საფარი. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და გვექნება რეაბილიტირებული გზა,"- განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.



guriismoambe.com