გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან

29-04-2024

„ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.


მისი შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში, „გლობალური ომის პარტიიდან,“ ევროპელი პოლიტიკოსები შეცდომას უშვებენ.


„სამშობლოს სიყვარული არა მხოლოდ სადღეგრძელოში ითქმება ან სოციალურ ქსელში იწერება, არამედ იქ, სადაც მთელი ერი საქართველოს დასაცავად აპირებს დგომას - შენც იქ უნდა დადგე. დასავლელი პოლიტიკოსები, "გლობალური ომის პარტიიდან" საქართველოსთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ. ჯერ შავი ფულით განიზრახეს ვაჭრობა ღირსების „შესასყიდად" და როდესაც ამაზე მტკიცე უარი მიიღეს, ისევ ფულით ვაჭრობა გააგრძელეს და პოლიტიკოსებს სანქციებით დაგვემუქრნენ.


საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან. ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის. სამშობლოს დასაცავად გელით მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. დიდება საქართველოს!“, - დაწერა დიმიტრი ხუნდაძემ.