გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სოფელ ლავრისხევთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს

29-04-2024

სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ, –ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.


მათივე ცნობით, პროექტი რეგიონების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.


პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას.