გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

9-10-2018

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.


მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ა.შ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა 235.35 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 12,923.1 ლარი შეადგინა.


საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 12,923.1 ლარის ოდენობით შეეფარდა.


ipn.ge