გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის განვითარების ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

2-05-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის განვითარების ფონდის (AFD) გენერალური დირექტორის მოადგილეს, ბერტრან ვალკენერს შეხვდა.


პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ფონდის არსებით მხარდაჭერას ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსების კუთხით და AFD-ის გენერალური დირექტორის მოადგილეს მადლობა გადაუხადა. 


საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობები და საფრანგეთის მთავრობის განსაკუთრებული მხარდაჭერა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. 


შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, რასაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების ფონდს შორის გაფორმებული პარტნიორობის შეთანხმება. აღინიშნა, რომ AFD-ის პროექტები საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულ სფეროებთან სრულ შესაბამისობაშია და ამ კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.