გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გურამ მაჭარაშვილი: შტატებში წესრიგის დაცვა საჭირო ყოფილა და საქართველოში - ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა, გინება და შეურაცხყოფა, თურმე ევროპული ღირებულებებია

2-05-2024

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელმაც დაგმო „მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ ძალადობა“, მედიასთან გამოეხმაურა.


მისი თქმით, თავად აშშ-ში, წესრიგის დაცვის მიზნით, არბევენ იმ დემონსტრანტებს, რომლებიც ძალადობაზე გადადიან, მაგრამ საქართველოსგან საპირისპიროს მოითხოვენ.


„თვითონ შტატებს შეხედოს ბატონმა მილერმა - გუშინ და გუშინწინ ვირჯინიის უნივერსიტეტის სტუდენტები როგორ დაარბია პოლიციამ, რომლებიც იქ შეიძლება ძალადობდნენ, მაგრამ თეთრ სახლში ეს დარბევა გაამართლეს. წესრიგის დაცვა საჭირო ყოფილა შტატებში და საქართველოში - ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა, გინება და შეურაცხყოფა, თურმე ევროპული ღირებულებებია,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.