გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილი მერიამ უნებართვოდ შეღება

10-10-2018

სიღნაღში ქალაქის ისტორიული გალავნის ნაწილი მის არქიტექტურასთან შეუსაბამოდ შელესეს. სიღნაღის მერიაში განმარტავენ, რომ გალავნის ეს ნაწილი დიდი ხნის წინ გაილესა, ახლა კი მათ უბრალოდ შეღებეს. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს.


სიღნაღის მერიაში შეკითხვაზე: "ჰქონდათ თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან ნებართვა?", პასუხობენ, რომ არ ჰქონიათ. 


კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ სიღნაღის ისტორიული გალავნის სანახავად ინსპექცია უკვე გააგზავნეს: "მოჰყვება რეაგირება, როგორც საჭიროა - დაჯარიმება და აღდგენის ვალდებულება".


სიღნაღის ციხე 1762 წელს ერეკლე მეფემ ააშენა.


imedinews.ge