გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ეკატერინე მიქაბაძემ ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

3-05-2024

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, რომლის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ მდგრადი დაფინანსების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.


აღნიშნული დისკუსია Galt & Taggart-ისა და თიბისი კაპიტალის ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიის მთავარი თემა მდგრადი დაფინანსება და კაპიტალის ბაზრის განვითარებაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მნიშვნელობა იყო.


სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და იმ ინიციატივებზე, რომელსაც ეროვნული ბანკი ბაზრის სტიმულირებისთვის ახორციელებს.


"2023 წელი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით გამორჩეული იყო, ბაზარი თითქმის გაორმაგდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და შენარჩუნდება. ამის საფუძველი რა თქმა უნდა, ის საკანონმდებლო ღონისძიებები და თარგეთირებული ინიციატივებია, რომელიც ტარდება ეროვნული ბანკის მიერ", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.