გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნათია თურნავა სსფ-ის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

4-05-2024

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორს ლუკ დრესსეს შეხვდა.


სსფ-ის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში იმყოფება.


შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს, ეკონომიკური ზრდის ფაქტორების, ფინანსური ბაზრების განვითარებისა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თაობაზე.  ასევე შეაფასეს არსებული გეოპოლიტიკური რისკები და მათთან დაკავშირებული გამოწვევები.