გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ალექსანდრე მოწერელია მეთხილეობის განვითარების ფორუმს დაესწო

11-10-2018

სამეგრელოს გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გახსნა, რომელიც კომპანია ,,კარტლისის" ორგანიზებით გაიმართა. ფორუმს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები და ფერმერები ესწრებოდნენ.


,,აუცილებელია, შეიქმნას კოოპერატივები, სადაც თხილისა და სხვა კულტურის მეურნეები გაერთიანდებიან. ჩვენ რეგიონში, როდესაც სასურველ შედეგს დავდებთ მავნებლებთან ბრძოლისა, უნდა ვიზრუნოთ, რომ თითოეულ მოსახლეს პირდაპირი ურთიერთობა ქონდეს თხილის ექსპორტიორებთან, რათა გაწეული შრომის რეალური საფასური მივიღოთ,“ - განმარტა ალექსანდრე მოწერელიამ.


ფორუმზე თხილის კულტურაში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს. აუდიტორიაში მყოფმა სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა წამლობის შედეგებზეც ისაუბრეს, სადაც ამ კულტურის მოვლის კუთხით მოქალაქეების დაბალი აქტივობა გამოიკვეთა. ფერმერებმა აღნიშნეს, რომ კომპეტენტური ორგანიზაციების რეკომენდაციებით ხელმძღვანელობდნენ, რაც მათ მოსავალზეც დადებითად აისახა.