გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გორში ბაქო-სუფსას მილსადენიდან ნავთობის მოპარვას ცდილობდნენ

11-10-2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაქო-სუფსას მილსადენიდან ნავთობის მოპარვის მცდელობის ფაქტს იძიებს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში მოხდა.


როგორც "იმედს" შსს-ში უთხრეს, დამნაშავეებმა მილსადენზე შესაბამისი მოწყობილობა დაამაგრეს და ნავთობის მოპარვისთვის ემზადებოდნენ.


დანაშაულისთვის ჯერ არავინ დაუკავებიათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და ჯარიმით ან შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


imedinews.ge