გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბათუმში სტომატოლოგიურ კლინიკას თაღლითობაში ადანაშაულებენ

11-10-2018

ბათუმში იუსტიციის სახლთან ერთ-ერთი კერძო სტომატოლოგიური კლინიკის მიერ დაზარალებული მოსახლეობა აქცია მართავს.


შეკრებილების განცხადებით, დაახლოებით ერთი წლის წინ ექიმმა დაარწმუნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით უფასოდ მოემსახურებოდნენ, სინამდვილეში კი საბანკო კრედიტზე მოაწერინეს ხელი. 


ქობულეთელებმა კრედიტის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც ბანკმა მათ პროცენტის გადახდა მოსთხოვა. დაზარალებულმა პაციენტებმა, რომლებსაც მომსახურება ამ დრომდე არ ჩატარებიათ, ექიმს უჩივლეს. 


დაზარალებულები გამოძიების დაჩქარებას და თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.


მათივე მტკიცებით, ექიმს აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის აპარატის ხელმძღვამელი ლეილა ღოღობერიძე მფარველობს, რომელიც სტომატლოგიური კლინიკის დამფუძნებლის დაა.



imedinews.ge