გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნინო ფოჩხუა: აი ქართული ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტების სახე - თუ ჰგონიათ, რომ კობახიძეს ნერვებს აუშლიან ჯგუფური დემარშით, ცდებიან, იმუნიტეტი აქვს თქვენისთანა გაუნათლებელ, გაყიდულ ადამიანებზე გამომუშავებული

11-05-2024

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიების "მთავარი", "ტვ პირველი", "ფორმულა" ჟურნალისტების მიერ შეხვედრის დროებით დატოვება მათ ნამდვილ სახეს წარმოაჩენს.


ფოჩხუას განცხადებით, ამ ჟურნალისტებმა იცან, რომ ირაკლი კობახიძეს დისკუსიაში ვერ მოუგებენ, ამიტომ "პროტესტით" შეეცადნენ რაღაცის დამტკიცებას, თუმცა, ამ ნაბიჯით დაამტკიცეს, რომ "ჟურნალისტიკასთან ახლოსაც არ გაუვლიათ."


"აი ქართული ოპოზიციური ტელევიზიების ჟურნალისტების სახე. მიშველაძეს, ჟიჟილაშვილს და "მთავარის" ჟურნალისტს (გვარი არ ვიცი) თუ ჰგონიათ, რომ კობახიძეს ნერვებს აუშლიან ამ ჯგუფური დემარშით, ძალიან ცდებიან, იმუნიტეტი აქვს თქვენისთანა გაუნათლებელ, გაყიდულ ადამიანებზე გამომუშავებული. იცით, რომ ვერ მოუგებთ, სხვადასხვა ლეველში ხართ და ამ უნიჭო "პროტესტით" ვითომ რაღაც გააკეთეთ, საერთოდ არ უნდა მისულიყავით, აჯობებდა.
თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ რომ ჟურნალისტიკასთან ახლოსაც არ გაგივლიათ." -  წერს ნინო ფოჩხუა.