გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხაშურში ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

11-10-2018

ხაშურის მუნიციპალიტეტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ქალაქებთან თუ მუნიციპალიტეტებთან პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს, მათ შორის ლატვიის ქალაქ ბაუსკასთან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, წელს, ბაუსკას მუნიციპალიტეტის ინიცირებით და ხაშურის მუნიციპალიტეტის პარტნიორობით ევროკავშირმა მხარი დაუჭირა პროექტ „პლატფორმის“ განხორციელებას, რომელიც პარტნიორ ქალაქებში ბავშვთა ნახატების კონკურსის მოწყობას ითვალისწინებს. კონკურსი, რომლის თემაა: „მრავალფეროვნება გვაერთიანებს - საქართველო და ლატვია“, უკვე გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით. ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადად ნორჩი მხატვრებისთვის 26 ოქტომბერია განსაზღვრული.


კონკურსის გამარჯვებულები სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით გამოვლინდებიან. თითოეულ მათგანს ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მუნიციპალიტეტების ასოციაციის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცემა. კონკურსში გამარჯვებული 9 საუკეთესო ნამუშევარი კი მიმდინარე წლის ნოემბერში ლატვიის ქალაქ ბაუსკაში გამოიფინება.



ipn.ge