გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბათუმში აგროსასურსათო პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

12-10-2018

ბათუმში მე-8 საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა, Agro Batumi 2018 გაიხსნა.


საერთაშორისო გამოფენაში ადგილობრივი და უცხოური (პოლონეთი, უკრაინა, თურქეთი, ირანი, ნორვეგია) კომპანიები მონაწილეობენ.


სამი დღის განმავლობაში მწარმოებლები თავიანთ პროდუქციას დამთვალიერებლებს გააცნობენ.


Agro Batumi 2018-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


გამოფენა კომპანია GEONET EXPO– ს და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით იმართება.


Agro Batumi 2018 14 ოქტომბერს დასრულდება.



imedinews.ge