გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ხვალ გმირთა მემორიალზე, ტერიტორიული მთლიანობისათვის, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებსა და უკრაინაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება

16-05-2024

მიმდინარე წლის 17 მაისს, 11.00 საათზე, გმირთა მემორიალზე აღევლინება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებსა და უკრაინაში, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.


პანაშვიდს, სასულიერო პირებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობასთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახის წევრები.


პანაშვიდის შემდეგ, გმირთა მოედანზე შეკრებილნი, შეუერთდებიან ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ლოცვით მსვლელობას, რომელიც 12:00 საათზე, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან დაიწყება და დასრულდება წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) საზეიმო პარაკლისს აღავლენს.


ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.