გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოში დაწუნებული გამჭვირვალობა, ევროპისთვის საჭიროებას წარმოადგენს?! ასეთი ორმაგი სტანდარტებით ხდება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება იმ ევროპელი დეპუტატების მიერ, ვინც ლობირებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას საქართველოში!

20-05-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გამოცემა Politico-ს სტატიას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპანიის მთავარ, საკვანძო საკითხად აქცევს.


ქადაგიძის თქმით, ასეთი ორმაგი სტანდარტებით ხდება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და ყველაზე მეტად, ის ევროპელი დეპუტატები და მაღალჩინოსნები ახალისებენ ზემოხსენებულ მავნებლობას, ვინც ლობირებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას საქართველოში.


„ჰე, მოიფიქრეთ რამე ოპოზიციამ, თორემ დაინგრა ოჯახი… თუ ჯერ “ნარატივს” ელოდებით სათავო ოფისიდან და მერე იმის მიხედვით გამოლაგდებით?! საქართველოში დაწუნებული გამჭვირვალობა, ევროპისთვის საჭიროებას წარმოადგენს?! ასეთი ორმაგი სტანდარტებით ხდება, ანტიდასავლური განწყობების გაღვივება და ყველაზე მეტად, ის ევროპელი დეპუტატები და მაღალჩინოსნები ახალისებენ ზემოხსენებულ მავნებლობას, ვინც ლობირებს კოლექტიურ ნაცმოძრაობას საქართველოში! თუმცა, ზემოხსენებული ევროპელებიც ისევე დამოკიდებულები არიან სათავო ოფისის დირექტივაზე, როგორც ჩვენი უსამშობლო პოლიტიკოსები. ევროპელი და ქართველი პარაზიტების “ დედა პარტია” რომელიაო, არ მკითხოთ!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.