გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პრემიერ-მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს

21-05-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ავთანდილ ჯორბენაძის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.


„დღეს ქართულმა საზოგადოებამ გამორჩეული პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, ავთანდილ ჯორბენაძე გააცილა უკანასკნელ გზაზე. ბატონი ავთო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის სათავეებთან იდგა და მრავალი წლის განმავლობაში ერთგულებით და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა ქვეყანას. მისი სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამშობლოს სიყვარული მისაბაძი იყო ყველასთვის, ვინც მას იცნობდა. თანაგრძნობას ვუცხადებ ბატონი ავთოს ოჯახსა და ახლობლებს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.