გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა ქობულეთში გამართულ ტურნირზე ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო აიღეს

15-10-2018

ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა ქობულეთში გამართულ ტურნირზე ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო აიღეს.

ქ. ქობულეთში, 12 -14 ოქტომბერს, როსტომ მელაშვილის სახელობის ღია რესპუბლიკური ტურნირი, თავისუფალ ჭიდაობაში, 2002 - 2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გაიმართა.

ასპარეზობაში ასევე
აზერბაიჯანის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.

ტურნირში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა საჭიდაო კლუბის სპორტსმენებმა, რამაზ ბერიძემ , 63 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი, რევაზ ესაძემ კი 80 კგ. წონით კატეგირიაში - მესამე ადგილი დაიკავეს.

აღნიშნული შეჯიბრისთვის სპორტსმენები მწვრთნელმა, დავით მაჭარაშვილმა მოამზადა.



guriismoambe.com