გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სააკაშვილის დაკავების გამო ფოთის საკრებულოს წევრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

6-12-2017

5 დეკემბერს, კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის და უკრაინის ახალი ძალების მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო, ფოთის საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დარეჯან ცხვიტარია ავად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. როგორც ცხვიტარიამ სააგენტო „ლაივპრესს“ განუცხადა, ავადმყოფობის გამო საკრებულოს სხდომაზე დასწრება ვერ შეძლო.

„საკრებულოს სხდომის დაწყებამდე ტელევიზორში ვნახე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები და ავად გავხდი. საავადმყოფოში გადამიყვანეს. კარდიოგრამა გადამიღეს, სამედიცინო დახმარება აღმომიჩინეს. ახლაც არ ვარ კარგად, მაგრამ სახლში ვიმყოფები“, - ციტირებს ცხვიტარიას კომენტარს „ლაივპრესი“.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, 5 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი კიევში დანაშაულებრივი ჯგუფის ხელშეწყობისა და მისი საქმიანობის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

რამდენიმესაათიანი ალყის შემდეგ,მხარდამჭერებმა სააკაშვილიუკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსიდან გამოიყვანეს და გაათავისუფლეს. პროკურატურამ მას ახალი ბრალი დასდო პატიმრობიდან გაქცევაში და მის მიმართ ძებნა გამოაცხადა. სააკაშვილი უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და მონაწილეა.

სააკაშვილი მის დაკავებას პროვოკაციას უწოდებს და უკრაინის ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებს რუსეთის მთავრობასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.

წყარო: reginfo.ge