გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსთავში დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

26-05-2024

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რუსთავში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. რუსთავის მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს ეროვნული დღესასწაული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ მიულოცეს.

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მოინახულა თემატური საგამოფენო სივრცეები და გაეცნო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებების ფარგლებში, ფოლკლორულმა ანსამბლმა "თუთარჩელამ" შეასრულა საქართველოს ჰიმნი.

საზეიმო ღონისძიებები ბენდი „გუფი ლენდის" კონცერტით დასრულდება.