გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი კობახიძე: აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 4 მლნ მგზავრია, გვჭირდება ამ რესურსის არსებითად გაფართოება, ახალი აეროპორტი გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე

26-05-2024

ახალი აეროპორტი იქნება გათვლილი 19 მლნ მგზავრზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან" ინტერვიუში, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 4 მლნ მგზავრია, ახალი აეროპორტი კი 19 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი.


„გადაწყვეტილება იქნა მიღებული ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. დღეის მდგომარეობით, აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მლნ მგზავრი წელიწადში და ჩვენ გაანგარიშებული გვაქვს წლების განმავლობაში როგორ იქნება მგზავრთა ნაკადის ზრდა, მათ შორის, ტურისტული ნაკადების ზრდა და ჩვენ გვჭირდება ამ რესურსის არსებითად გაფართოება. ახალი აეროპორტი იქნება გათვლილი 19 მლნ მგზავრზე,"- განაცხადა პრემიერმა.