გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ზაალ ანჯაფარიძე ნანა ჯანელიძეზე: ეს ქალი ყოფილა ცნობილი ფილმის „მონანიების“ სათადარიგო თუ მეორე რეჟისორი და სცენარისტი. ახლა კი ვარლამ არავიძის და ზოგადად საბჭოური მეთოდებით რომ ცდილობს შვილები მშობლებს დაუპირისპიროს, სინდისის ერთი ძარღვიც არ აწუხებს

27-05-2024

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში კინორეჟისორ ნანა ჯანელიძეს ეხმიანება, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატების შვილებს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა მშობლებს უთხრან გაიწვიონ კანონი.


ანჯაფარიძის თქმით, ნანა ჯანელიძე ცდილობს შვილები მშობლებს დაუპირისპიროს.


„ეს ქალი ყოფილა ცნობილი ფილმის "მონანიების" სათადარიგო თუ მეორე რეჟისორი და სცენარისტი. ახლა კი ვარლამ არავიძის და ზოგადად საბჭოური მეთოდებით რომ ცდილობს შვილები მშობლებს დაუპირისპიროს, სინდისის ერთი ძარღვიც არ აწუხებს? ისე, "მონანიების" გადაღებებში და სცენარის დაწერაში რომ მონაწილეობდა, რას ფიქრობდა?,“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.