გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აქცია „გაიღე სისხლი - დაეხმარე პატარებს“ გაიმართა

16-10-2018

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში,  აქცია: „გაიღე სისხლი -  დაეხმარე პატარებს“ გაიმართა.


ნაციონალური სისხლის ბანკის ექიმებმა, დონორობის მსურველ უწყების თანამშრომლებს და ვეტერანებს  სისხლი აუღეს, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება.


"სისხლის ჩაბარების აქცია წარმატებით დასრულდა. თითოეული ვეტერანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში. მადლობა ყველას, ვეტერანებსა და სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა ამ აქციაში და მათაც ვისაც სურვილი ჰქონდათ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ მიეცათ სისხლის გაღების საშუალება."- აღნიშნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, სულხან აბესაძემ.


"მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ ვეტერანს აქციაში მონაწილეობის მიღებისათვის. მათ ძალიან კეთილი საქმე გააკეთეს. ერთი ადამიანის მიერ გაღებული სისხლი 3 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის ტოლფასია.


აქვე ვისარგებლებ და მივულოცავ ვეტერანის დღეს ჩვენს ვეტერანებს, ვუსურვებ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას. "- განაცხადა ნაციონალური სისხლის ბანკის მენეჯერმა, ქეთევან ოთარაშვილმა.


ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეოთხედ აღინიშნება.