გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები აშშ-ში გამართულ გამოფენაში მონაწილეობენ

30-05-2024

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 19 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს, რომელიც ნიუ ორლეანში განათლების საერთაშორისო ასოციაციის (NAFSA) ორგანიზებით იმართება.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა უცხოური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი პროგრამების შემუშავებისა და სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავენ.


NAFSA უმაღლესი განათლების სფეროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 100-ზე მეტი ქვეყანა და 200-მდე ორგანიზაცია იღებს მონაწილეობს.


აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიმართულებით.